LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯანიშვილის თეატრის გასტროლი რეგიონებში – პრესკონფერენცია

74

21 ივნისს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია მარჯანიშვილის თეატრის გასტროლის შესახებ საქართველოს რეგიონებში. პრესკონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი და კომპანია რედიქსის წარმომადგენელი ნინო ჩხეიძე.

2016 წელს შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელი სრულდება; ამ თარიღს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა სხვადასხვა პროექტითა და ინიციატივით აღნიშნავს, გამონაკლისი არც საქართველოა. მარჯანიშვილის თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს დიდ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში შექსპირის პიესას “როგორც გენებოთ” წარმოადგენს; რეჟისორი ლევან წულაძე. ჩვენებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ზუგდიდის მერიის, ახალციხის მუნიციპალიტეტის, კომპანია რედიქსის, ჯორჯიან მანგანეცისა და ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები