LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს

79

მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, მსახიობისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად მისი კოლეგები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები მიდიან.

დარბაზში დამონტაჟებულ მონიტორზე მსახიობის მიერ ნათამაშევი ფილმებიდან კადრებს აჩვენებენ.

გივი ბერიკაშვილს მარჯანიშვილის თეატრიდან დღეს, 14:00 საათზე გამოასვენებენ და 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.გივი ბერიკაშვილმა 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო სოხუმის თეატრში, შემდეგ იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, შემდეგ რუსთავის თეატრის დამაარსებელთა შორის გახლდათ, სხვა მის კოლეგა-თანამოაზრეებთან ერთად გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, ხოლო 1976 წლიდან დღემდე კვლავ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.

დაუვიწყარია მის მიერ განსახიერებული სცენიური სახეები მეფე ერეკლე, მიტუა, ალექსანდრე ჩინჩახელი, ტიგრან გულოიანი, ბულიკა, ლალე, ჯენარო, ბონდო ლანჩავა, ლუარსაბ თათქარიძე, ფოლსტაფი, მილერი, ლელთ ღუნია, ვასილ ახმეტელი, სენიორ ბალბოა და მრავალი სხვა. მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა მისი გმირები კინოფილმებში: „ლონდრე“, „სიყვარული ყველას უნდა“, „ღვინის ქურდები“, „პეპელა“, „სამოთხის გვრიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“ და მრავალი სხვა.

მარჯანიშვილის თეატრის წინ 2008 წელს გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი, გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი – გივი ბერიკაშვილი“. იგი იყო ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები