LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკ ცუკერბერგი ერთ-ერთ ოჯახს მოულოდნელად ესტუმრა

53

„ფეისბუქის“ დამფუძნებელი მოულოდნელად ესტუმრა ოჰაიოში მცხოვრებ ერთ-ერთ ამერიკელ ოჯახს. მარკ ცუკერბერგს სურდა გაეცნო ადამიანები, ვინც ხმას ყოველთვის აძლევდნენ „დემოკრატებს“, თუმცა ბოლო არჩევნების დროს უპირატესობა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მიანიჭეს. ცუკერბერგის თანამშრომლებმა სტუმრობისთვის მურების ოჯახი შეარჩიეს.

ქალაქ ნიუტონ ფოლსში მცხოვრებმა დენიელ მურმა განაცხადა, რომ მან და მისმა მეუღლე ლიზამ ცუკერბერგის სტუმრობის შესახებ 15 წუთით ადრე შეიტყეს.

დენიელმა ბარაკ ობამას ხმა ორჯერ მისცა, ბოლო არჩევნებში კი ტრამპის აგიტაციას აქტიურად ეწეოდა.

ცუკერბერგის ვიზიტამდე მურებს უთხრეს, რომ მათ „კალიფორნიიდან ძალიან მდიდარი ფილანტროპი ადამიანი ესტუმრებოდა, რომლის პროდუქტითაც ამერიკელების 90% სარგებლობდა“.

„ფეისბუქის“ დამფუძნებელთან სადილობისას პოლიტიკის გარდა ისაუბრეს იმის შესახებაც, როგორ ეხმარება მურების ოჯახი უგანდაში მდებარე ბავშვთა სახლს.

ცუკერბერგმა არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებს სულ მცირე 45 მილიარდი დოლარი დახარჯოს ქველმოქმედებისთვის, ამჯერად კი მურებს დაპირდა, თანხით დახმარებოდა.

სადილის დასრულების შემდეგ მილიარდერმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა : „მადლობა დენ და ლიზა მურებს თბილი მიღებისა და არაჩვეულებრივი სადილისთვის!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები