LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკ ცუკერბერგი Facebook-ის რეკლამების გამჭვირვალობას ზრდის

66

Faceebok-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა, საკუთარ ბლოგში განაცხადა სიახლეების შესახებ, რომლებიც სოციალურ ქსელს უახლოეს მომავალში დაემატება.

მისი თქმით, Facebook-ის რეკლამები და არამხოლოდ პოლიტიკური, უფრო გამჭვირვალე გახდება. კერძოდ, მომხმარებელი შეძლებს ნახოს გვერდის არქივი, შეამოწმოს რეკლამის ფასი, ადამიანების სეგმენტი, რომელმაც ეს რეკლამა ნახა და ხილვების რაოდენობა.

ცუკერბერგის თქმით, ეს საკითხი აშშ-ის 2018 წლის შუალედური არჩევნების წინ უნდა მოგვარდეს. გარდა ამისა, პოლიტიკური რეკლამის შემქნელებმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ადმინისტრაციას საკუთარ თავზე და დაასახელონ რეკლამაში ფულის გადამხდელის ვინაობა.

ახალი ზომების მიღება აშშ-ის კონგრესის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ გახდა საჭირო. 3 ოქტომბერს, Facebook-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის კონგრესის წინაშე წარადგინეს რუსების მიერ დამზადებული პოლიტიკური რეკლამები, რომლებიც 10 მილიონამდე ამერიკელმა ნახა.

Facebook-ში აღნიშნავენ, რომ თავიდან ვერაფერი საეჭვო შეამჩნიეს, რადგან ქსელში უამრავი რეკლამა ვრცელდება. მათი თქმით, კონგრესში წარდგენილი მასალები, რუბლით იყო გადახდილი.

28 სექტემბერს, აშშ-ის კონგრესმა Google-ის, Facebook-ის და Twitter-ის ხელმძღვანელები კონგრესში მოსმენაზე დაიბარა. კონგრესს სოციალური ქსელების ხელმძღვანელებისგან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მიერ სოციალურ ქსელებში წარმოებული სარეკლამო კამპანიების შესახებ სურს ინფორმაციის მიღება.

21 სექტემბერს Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ Facebook-ი ამერიკის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მონაცემებს მიაწვდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები