LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკ ცუკერბერგის 10 ყველაზე ცნობილი ფრაზა

162

“ფეისბუქის” ისტორია უამრავი ადამიანისთვის იქცა საკუთარი სტარტაპის შესაქმნის მოტივაციად, მისი შემქმნელი – ცუკერბერგი კი, დიდი ხანია ცნობილი ამერიკელი ტექნოლოგიური მეწარმეების უმაღლესი ლიგის წევრია ბილ გეიტსთან, სტივ ჯობთან, ილონ მასქთან ერთად. თავად დევიდ ფინჩერმაც კი მიუძღვნა ფილმი იმ საიტის ისტორიას, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა, თავად ცუკერბერგი კი, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანად აქცია.

გთავაზობთ მარკ ცუკერბერგის რამდენიმე ცნობილ აფორიზმს:

* მთავარი ის კი არაა, რა გვინდა ვიცოდეთ ადამიანებზე, მთავარი ისაა, რისი თქმა უნდათ ადამიანებს საკუთარ თავზე.

* ყველაზე ნიჭიერი და უნიკალური უნარების პატრონიც კი ვერ შეძლებს თვითრეალიზაციას, თუ საკუთარი თავის რწმენა არ აქვს.

* სოციალური ქსელი – არა მეგობრობის ალტერნატივა, არამედ მისი გაგრძელებაა.

* ჭკვიან ადამიანს მორალური უფლება არ აქვს, იმუშავოს სხვაზე და საკუთარი დროისა და მიღწევების დიდი ნაწილი შესწიროს დამქირავებელს.

* ვფიქრობ, ისეთი ბრწყინლავე იდეა, როგორც “ფეისბუქის” შექმნა იყო, აღარასოდეს მექნება.

* ყველაფერი ძალიან მარტივია: ჩვენ არ ვქმნით სერვისებს ფულის საშოვნელად, ჩვენ ვშოულობთ ფულს საუკეთესო სერვისების შესაქმნელად.

* ვშიშობ, იძულებული გავხდები უარი ვთქვა იმ საქმის კეთებაზე, რაც ყველაზე კარგად გამომდის.

* ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წუთითაც არ მოსწყდეთ ჩვენს საიტს.

* ასაკის მატებასთან ერთად ვრწმუნდები, რომ ვუაიერისტების მომსახურება – ფულის შოვნის საუკეთესო საშუალებაა.

* ღრმად ჩაისუნთქეთ და დამშვიდდით! ჩვენ თქვენი გვესმის!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები