LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკ ცუკერბერგის შვილს ჰგონია, რომ მამამისი წიგნის მაღაზიაში მუშაობს

187

ფეიბუქის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა პირად გვერდზე დაწერა, რომ შვილს წიგნების მაღაზიის თანამშრომელი ჰქონია.

“დღეს შევიტყვე, რომ ჩემი შვილი ფიქრობს, მე წიგნის მაღაზიაში ვმუშაობ” – წერს მარკ ცუკერბერგი.

მომხმარებლების დაინტერესების შემდეგ, მარკმა განმარტა, რომ შვილი მაღაზიაში წიგნების შესარჩევად ხშირად დაჰყავს.

“ჩვენ ის ხშირად დაგვყავს წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში, რომ მისთვის წიგნები შევარჩიოთ”, – წერს მარკი.

ცუკერბერგის შვილი 2016 წლის 1 დეკემბერს დაიბადა. მაქსიმა ჩან ცუკერბერგი მისი პირველი შვილია. ფეისბუქის დამფუძნებელსა და მის მეუღლეს, პრისცილა ჩანს, მეორე შვილი 2017 წლის აგვისტოში შეეძინათ.

მარკ ცუკერბერგი ფეისბუქის დამფუძნებელია, რომელმაც ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელის სტატუსი 2005-06 წლებში მოიპოვა. ამჟამად მისი აქტივები $71 მილიარდს შეადგენს და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეხუთე ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები