LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკ ცუკერბერგმა მეორე შვილის დაბადება მსოფლიოს „ფეისბუქით“ ამცნო

116

33 წლის მარკ ცუკერბერგი და 32 წლის პრისცილა ჩანი მეორედ გახდნენ მშობლები. ბედნიერმა მამამ ეს ამბავი „ფეისბუქზე“ გააზიარა და რამდენიმე საათის ქალიშვილის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელსაც ავგუსტა დაარქვეს.

„ძვირფასო ავგუსტა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში! მე და დედაშენი სულმოუთმელად ველოდებით, ვინ გამოხვალ”, – დაწერა მარკმა.

შეგახსენებთ, რომ მარკი და პრისცილა პირველი ქალიშვილის მშობლები 2015 წლის 2 დეკემბერს გახდნენ, როდესაც ქვეყანას მაქსიმა მოევლინა.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10103996696998971&set=p.10103996696998971&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები