LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკ ცუკერბერგს მეზობლები უჩივიან

47

ამერიკის ქალაქ ლიბერთი-ჰილში მარკ ცუკერბერგის სახლის გარშემო სკანდალი მწიფდება. „ფეისბუქის“ დამფუძნებლის მეზობლები ამბობენ, რომ ცუკერბერგის დაცვის წევრები მუდმივად უკანონოდ იკავებენ ავტომანქანების პარკინგის ადგილს. წერილობითი საჩივრის ავტორები ამტკიცებენ, რომ ორი ვერცხლისფერი ჯიპი სახლთან მუდმივად ისეა გაჩერებული, რომ რაიონის სხვა მაცხოვრებელს პარკირების საშუალება არ ეძლევათ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯიპები პარკირების წესებს არ არღვევენ, თუმცა დიდი ზომის გამო მთლიანი ტრუტუარი იკეტება.

მეზობლები ამბობენ, რომ სახლის რეკონსტრუქციის დასრულებას, მტვერს, ხმაურს და ქუჩას მოთმინებით ელოდნენ, თუმცა არც რეკონსტრუქციის შემდეგ დასრულდა მათი პრობლემა და ცუკერბერგის ორი ჯიპის გამო პარკინგის ადგილის მოძებნა მათთვის ნამდვილი წამებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები