LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეული–თეთრიწყარო–წალკის გზის რეაბილიტაცია სრულდება

84

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული–თეთრიწყარო–წალკის საავტომობილო გზის 8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება ქ. თეთრიწყაროს გასასვლელთან და სოფ. ჭივჭავის გადასახვევთან სრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტებს შორის მიმოსვლა, ადგილობრივი მოსახლეობა და გზით მოსარგებლეები განახლებული გზით, უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობას შეძლებენ.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო: გზის სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების, 1 ხიდის, 1 რკინიგზის გადამკვეთი გზაგამტარის  რეაბილიტაცია და 1 ახალი ხიდის მშენებლობა.

მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები. მოწყობა საგზაონიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი.

ამ დროისათვის, ხიდებისა და გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ჩატარებულ სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩოჩია გაეცნო.

პროექტი 2015 წლის აპრილში დაიწყო და  2017 წლის იანვრის თვეში დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა მისი ღირებულება 4 990 567 ლარია.