LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულის სოფელში 7 წლის ბიჭი არხში დაიხრჩო

106

მარნეულის სოფელ კიროვკაში შვიდი წლის ბიჭი არხში დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი სოფელში სტუმრად ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა.

თვითმხილველთა განცხადებით, ბიჭი არხთან თამაშობდა. გაუჩინარების შემდეგ კი მისი ძებნა დაიწყეს და არხში დაღუპული იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები