LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

46

განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, მარნეულის ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატია – აკმამედ იმამკულიევი 10 026 ხმით, რაც ხმების საერთო რაოდენობის 48,11%-ს შეადგენს და თამაზ ნავერიანი 9051 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 43.43%-ია.

რაც შეეხება ზუგდიდს, სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისიწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები არიან სანდრა რულოვსი 10 692 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 44.8%-ია და ედიშერ თოლორაია 11 607 ხმით, რაც ხმების 48.63%-ს შეადგენს.

უშუალოდ მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრისას, წინასწარი მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:

საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის“, ისრაფილ ბაირამოვი – 3 ხმა,

საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“, ვეფხია გურგენიშვილი – 2 ხმა,

საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, აკმამედ იმამკულიევი – 381 ხმა,

„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, ელდარ მუსტაფაევი – 4 ხმა, ს

აარჩევნო ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, ალი ისაევი – 7 ხმა,

„საქართველო“, ომარ წამალაიძე – 1 ხმა,

საარჩევნო ბლოკი „ჩვენები-სახალხო პარტია“, თეონა ქავთარია – 0 ხმა, „

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, თამაზ ნავერიანი – 313 ხმა.

ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე კი, განმეორებითი კენჭისყრის შედეგად წინასწარი მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:

საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის“, ბესიკ თოდუა – 8 ხმა, საარჩევნო ბლოკი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სანდრა ელისაბედ რულოვსი – 438 ხმა,

„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, ჯონი ზარანდია – 5 ხმა,

საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, ირაკლი ჩანგელია – 2 ხმა,

„ზვიადის გზა-უფლის სახელით“, რამაზ ჩაჩიბაია – 2 ხმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ედიშერ თოლორაია – 981 ხმა.

ანა მიქელაძის განცხადებით, განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, ორივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები