LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში მუსიკალური ფესტივალი “One Caucasus 2016 “ –ი დაიწყო

42

მარნეული 25-28 აგვისტოს “One Caucasus 2016 “ –ს უმასპინძლებს. ფესტივალი სოფელ წერაქვში ჩატარდება და მის ფარგლებში მსმენელს საშუალება მიეცემა, მოუსმინოს შემსრულებლებს მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის – აზერბაიჯანიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, ეგვიპტიდან, ინდოეთიდან, კენიიდან, საფრანგეთიდან , ნეპალიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, სენეგალიდან, სომხეთიდან, ტიბეტიდან, ტუნისიდან და უკრაინიდან.

როგორც რადიო ”ფორტუნასთან” საუბრისას ფესტივალის პიარისა და ფრომოუშენის მენეჯერმა ელენე ბაბაკიშვილმა განაცხადა, ესაა ”ხალხის მიერ შექმნილი ფესტივალი – ხალხისათვის” . მისივე თქმით, ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არამარტო მარნეულის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი, სოფელ წერაქვში მაცხოვრებელი , ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით განსხვავებული მოსახლეობისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის და მისი საგარეო ურთიერთობებისთვის მეზობელ ქვეყნებთან.

”ფორტუნას” ეთერში ფესტივალის დეტალებზე ”One Caucasus”-ის პროგრამების ხელმძღვანელმა , პოლონელმა ვიტეკ ჰებანოვსკიმაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მსმენელს ფესტივალზე უამრავლი სიახლე ელის – შედგება 8 მუსიკალური პროექტის პრემიერა, მსმენელს ელის სენეგალური და ქართული, ალჟირული და ქართული და სხვა არაერთი ეთნო-მუსიკის მიქსი. ჰებანოვსკის განმარტებით, ეს ინტერდისციპლინარული ფესტივალია და მუსიკალურ პროექტთან ერთად მოიცავს ვორქშოფებს, ასევე ვიზუალური ხელოვნების პროგრამას.

ორგანიზატორების თქმით, დღეს, 25 აგვისტოს 2 საათიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ესტუმროთ “one Caucasus”-ის ქალაქს , სოფელ წერაქვში და სასიამოვნო მუსიკის ფონზე გაატაროთ დრო, რაც მთავარია სრულიად უსასყიდლოდ. საღამოს 8 საათზე კი ფესტივალს გახსნის ქართული ჯგუფი ”ჩვენებურები” და ”Huntertones” – ამერიკიდან.

ფესტივალის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ”one caucasus“-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე: http://www.onecaucasus.org

შეგახსენებთ, რომ ”One Caucasus” არის ფესტივალი, რომელიც უკვე მესამე წელია აერთიანებს სამი მოსაზღვრე ქვეყნის ( საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) კულტურას და ყოველ წელს, გრძელვადიანი ფესტივალის სახით ტარდება სოფელ წერაქვში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები