LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაროკოში მეფემ ტერორისტები შეიწყალა

155

მაროკოს მეფემ ტერორიზმისთვის ბრალდებული 415 ადამიანი შეიწყალა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო „სინხუანმა“ იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა.
მუჰამედ VI მიერ შეწყალებულთა შორის არიან ისინიც, ვინც 2003 წელს კასაბლანკას ტერაქტში მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ მაშინ 45 ადამიანი დაიღუპა და მათ შორის 12 ტერორისტი-კამიკაძეც იყო. ერთ-ერთ ტერორისტს სიკვდილით დასჯაც კი ქონდა მისჯილი და მონარქმა მას სასჯელი 30-წლიანი პატიმრობით შეუცვალა.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ყველა შეწყალებულმა პირობა დადო, რომ ექსტრიმიზმზე უარს იტყოდა და მეფის გადაწყვეტილებას კარგი ქცევით უპასუხებდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მუჰამედ VI 1200 ადამიანი შეიწყალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები