LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარსელში ფეხბურთის ყურება ქალთან ყოფნას ჯობია

134

ჟერარ დეპარდიემ ”ველოდრომზე” ფეხბურთის ყურება სექსს შეადარა. ფრანგი კინოვარსკვლავი ლიგა 1-ის 26-ე ტურის მატჩს დაესწრო, რომელშიც ერთმანეთს ”მარსელი” და ”ბორდო” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი დეპარდიემ ”მარსელისადმი” თავის სიმპატიებზე ისაუბრა.

”ყველამ იცის, რომ მე ”მარსელს” ვგულშემატკივრობ, ”ბორდო” კი მაინცდამაინც არ მიყვარს.

”ველოდრომი” დიდებული სტადიონია, აქ შესანიშნავი პუბლიკა იკრიბება მატჩის საყურებლად. ”ველოდრომზე” ფეხბურთის ყურება სექსს ჰგავს”, – განუცხადა ვარსკვლავმა ადგილობრივ გამოცემას.

”მარსელი” ამ დროისათვის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები