LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება

44

“მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება,” – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული გზაგამტარი არსებითად განტვირთავს მოძრაობას ვაშლიჯვრის დასახლებაში და გაზრდის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას საბურთალოსა და დიდ დიღომს შორის.

“ჩვენ ვიცით ყველამ, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით პიკის საათებში, ამ კონკრეტულ ლოკაციაზე და მონაკვეთზე გადაადგილება და ამ პროექტის განხორციელებით სრულად განიტვირთება ეს მონაკვეთი. გარდა ამისა, თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ამ პროექტის განხორციელებას დასჭირდება დაახლოებით 6 თვე და პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 4 მილიონ ნახევარ ლარს. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება,” – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები