LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს 6 მანქანა შეეჯახა

77

ავტოსაგზაო შემთხვევა მარშალ გელოვანის გამზირზე. ავარია,  “აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.  როგორც “ფორტუნას” კორესპონდენტი  შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს სავარაუდოდ,  6 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია  საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ავარიის გამო, აღმაშენებლის ხეივანში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხდა და საცობი წარმოიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები