LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მართალია, ნეტრებკოს არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა, თუმცა ანიტამ მას მთელი შოუ მოჰპარა!..“

110

Operawire.com მეტროპოლიტენ ოპერაში დადგმულ „აიდას“ ეხმაურება ვრცელი სტატიით, სადაც ცნობილი რუსი სოპრანოს ანნა ნეტრებკოსა და ქართველი მეცოსოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის საშემსრულებლო ტექნიკა არის მიმოხილული. რასაკვირველია, სტატიაში ანნა ნეტრებკოს საქებარ ბევრ სიტყვას შეხვდებით. ავტორი ხოტბას ასხამს მის ვოკალურ მონაცემებსა და შესრულებას და ეს უდავოა, რადგან ნეტრებკო თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სოპრანო გახლავთ, თუმცა საგულისხმოა ის, თუ რაოდენ დიდი ადგილი აქვს დათმობილი ანიტა რაჭველიშვილის პერფორმანსის მიმოხილვას და ავტორის დასკვნა, რომ ნეტრებკოს არაჩვეულებრივი გამოსვლის მიუხედავად, ქართველმა მეცომ მას შოუ მოჰპარა, ნამდვილად სიამაყის შეგრძნებას ტოვებს…

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

„ნამდვილი საოპერო დიდებულება

მართალია, ნეტრებკოს მართლაც არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა, თუმცა ანიტამ მას მთელი შოუ მოჰპარა. ქართველი მეცო ყველა მომენტში იდეალური იყო და მის შესრულებასა თუ გარეგნობაში ეგვიპტელი მონარქის ამოცნობა არავის გასჭირვებია. ნამდვილად შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ 34 წლის ასაკში ანიტამ შეძლო და ყველაზე რთული გამოწვევები ღირსეულად მიიღო და იმაზე დიდი გამოცდილება დააგროვა, რასაც ბევრი შემსრულებელი ათეულობით წლის განმავლობაში ვერ ახერხებს. ანიტა იმ მომღერლებს შორისაა, ვის განხილვასაც არა ათეულობით წელი, არამედ მთელი საუკუნეები სჭირდება. ქართველმა მეცომ მსმენელი ამჯერადაც გაოგნებული დატოვა, მან სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო. არც ისე მარტივია ნეტრებკოს ძლიერი ხმისთვის კონკურენციის გაწევა, თუმცა რაჭველიშვილმა ეს ნამდვილად შეძლო. ყველაზე შთამბეჭდავი იყო არიის დასასრული, როდესაც აქცენტით წარმოთქმულმა ბოლო ფრაზამ ტრაგიკული პერსონაჟის ცხოვრების სცენას მეტი სიბრაზე და სინანული შემატა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები