LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტიდან სატელევიზიო ეთერში ქართულ–რუსული არხი გავა

128

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „თბილისის არხმა“ კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა.

კომპანია ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საშუალებით მაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის მარტიდან გეგმავს.

როგორც “ფორტუნას” კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, შპს „თბილისის არხი“ დღე-ღამეში 15 საათი ქართულ და რუსულ ენებზე იმაუწყებლებს.

კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „თბილისის არხის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ანინო ხუნდაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები