LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტივ კითხვას თუ გასცემთ პასუხს, ჰელოუინის ღამეს გრაფი დრაკულას სასახლეში გაატარებთ

490

საცხოვრებელი ბინების ქირავნობის სერვისმა Airbnb შესთავაზა ტურისტებს, ჰელოუინი გრაფი დრაკულას სახლში გაატარონ, რუმინეთში, ამის შესახებ კომპანიის პრეს-რელიზშია ნათქვამი.

ბრანის სასახლემდე მოგზაურებს ეტლით მიიყვანენ. ადგილზე მათ დეიკრ სტოკერი დახვდება – რომან „გრაფი დრაკულას“ ავტორის ბრემ სტოკერის შთამომავალი.

სტოკერი სტუმრებს უამბობს ვამპირების შესახებ ლეგენდებს, ასევე – თავად გრაფის ამბებს. ამას გარდა, მოაწყობს მათთვის ექსკურსიას და გაუმასპინძლდება ვახშმით, სანთლების შუქზე. შემდეგ სტუმრებს წაიყვანენ დარბაზში, სადაც ხავერდგადაკრულ კუბოებში შესთავაზებენ დასვენებას.

pic_d830eca1987e08edaadd86f2df4caf8f

ტურისტებს აკრძალული ექნებათ, სასახლეში შეიტანონ ჯვარცმა, ან სხვა ქრისტიანული სიმბოლო, ასევე – არ მისცემენ უფლებას, ჭამონ ნიორი სასახლეში სტუმრობამდე.

ჰელოუინის ღამის გატარებას დრაკულას სასახლეში მხოლოდ 2 ტურისტი შეძლებს. მათ კონკურსის შედეგად აარჩევენ, რომლის ფარგლებშიც უნდა გასცენ პასუხი კითხვას – „რას ეტყოდით გრაფ დრაკულას, თუ მის სუნთქვას სასახლეში თქვენს კისერთან იგრძნობდით?“ პასუხები 26 ოქტომბრამდე მიიღება.

ჰელოუინი 31 ოქტომბერს აღინიშნება.

pic_d60c21e724e3b39be831cdaf8291e52c

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები