LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტივი გზა, როგორ ნახოთ, რა ინფორმაციას ინახავს “ფეისბუქი” თქვენს შესახებ

312

„ფეისბუქის“ მომხმარებლებს ხშირად აინტერესებთ ხოლმე, რა იცის სოციალურმა ქსელმა მათზე. ამისი გაგება კი ძალიან ადვილია.

„ფეისბუქი“ გაძლევთ საშუალებას, ჩამოტვირთოთ სრული ინფორმაცია, რაც აღნიშნულ სოციალურ ქსელთან გაკავშირებთ. ამისი გაკეთება კი ძალიან მარტივია  – მარჯვენა, ზედა ღილაკის საშუალებით ვირჩევთ Setting-ს, შემდეგ კი Download a copy of your Facebook data.

თუ გადაწყვეტთ, რომ დაარქივებული ფაილის მიღება გსურთ, „ფეისბუქი“ მას თქვენს მეილზე გადმოგზავნის, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება – იმის მიხედვით, რამდენ ინფორმაციას ინახავს „ფეისბუქი“.

გადმოწერის შემდეგ კი ნახავთ უამრავ ინფორმაციას თქვენს შესახებ, მათ შორის  – რეგისტრაციის დღეს, ურთიერთობებს – როგორც ახლანდელს, ისე ძველს, ოჯახის წევრებს, განათლებას, დამსაქმებლების შესახებ ინფორმაციას, ფოტოებს, ვიდეოებს… აქ არის ყველაფერი, რაც თქვენ ოდესმე „ფეისბუქზე“ განგითავსებიათ.

to-start-downloading-your-data-from-facebook-is-easy

in-the-settings-menu-where-you-normally-change-your-password-click-the-download-a-copy-button

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები