LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლა არ ბნელა ქვეყანაში, არ არის მხოლოდ პარტია რუსთავი2 – კახა კალაძე

39

თბილისის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, კახა კალაძე, აცხადებს, რომ არავის მისცემენ შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ.

მან სწორი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზეც გაამხვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქვეყანაში მხოლოდ “პარტია რუსთავი 2” არ არის. ამ განცხადებით კახა კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვაში “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს ეხმიანება.

“მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერავინ შეაჩერებს განვითარებას, წინსვლას და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები იქნება განხორციელებული, ასეთი პროექტები ქმნის ზუსტად სამუშაო ადგილებს და ამას ეწინააღმდეგება ვაი ოპოზიცია. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იცრუოს, მოატყუოს, მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში, მართლა არ ბნელა ქვეყანაში, არ არის მხოლოდ პარტია რუსთავი 2, არის სხვა შესაძლებლობები, არსებობს ინტერნეტი, ყველას მიუწვდება დღეს ხელი და შესაბამისად, ჩვენი შესძლებლობების ფარგლებში ყველას მივაწვდით სწორ ინფორმაციას,” – განაცხადა კახა კალაძემ.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” აქცია მერიის შენობასთან გუშინ გამართა. ისინი პუშკინის სკვერის მიმდებარედ და თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით საკრებულოს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. აქციაზე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. ნიკა მელიას ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი მძიმედ ნაცემია, მათ შორის ლევან ხაბეიშვილიც. მერიამ ამ ბრალდებას სიცრუე უწოდა და ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც მერიის შენობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილია გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები