LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლა გგონიათ, რომ ბაჩუკი ქარდავას და პაატა დავითაიას პარტიას აქვს რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერა?!- ვანო ზარდიაშვილი

91

“მართლა გგონიათ, რომ იმ 20 სუბიექტს, ბაჩუკი ქარდავას და პაატა დავითაიას პარტიას აქვთ რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერა?!” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა, ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ კონსტიტუცია იყო მიღებული არა ერთპარტიულად, არამედ ხუთი პარტიის მიერ.

„გუშინ ჩვენ  რაღაცნაირად მოვახერხეთ, გეღიარებინათ, რომ 5 არ უდრის 1-ს. დღეს ამ დარბაზში ზის, მინიმუმ, 5 პარტია. თქვენ გუშინ ხაზს უსვამდით პარტიების ისტორიას და დაარსების პერიოდს და გავიწყდებათ, რომ „მწვანეთა პარტია“ არის ერ-ერთი ძველი პარტია, ასევე „მრეწველები“. როგორ არის, რომ 5 უდრის 1-ს, რატომ აგრძელებთ პრინციპულად საზოგადების მოტყუებას?  2010 წელს მიღებულ კონსტიტუციაში თითქმის ყველა მუხლს ჰქონდა სახელები და გვარი ვისთვის იღებდნენ ამ კონსტიტუციას. გათამაშდა პუტინი-მედვედევის პირდაპირი მოდელი, სადაც პრეზიდენტმა გადასცა ძალაუფლება პრემიერს, რომ შემდეგ გადასულიყო პრემიერად. ის პარტიები, რომლებიც თქვენ ახლა თანხმობის დოკუმენტად გაცხადებენ, მაშინ გააპრავეს ეს კონსტიტუცია,“ –  განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.