LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

60

დღეს, ვნების შვიდეულის დიდ შაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. სასულიერო პირები, გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძარს შემოატარებენ.

გარდამოხსნის შემოტარების წესს საღმრთო ლიტურგია მოჰყვება და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს.

სახარების მიხედვით, საფლავში დაფლულ უფალთან დილაადრიან მენელსაცხებლე დედები მივიდნენ. მათ ნელსაცხებელი მიჰქონდათ, მაგრამ საფლავზე მიდებული ლოდი გადაგორებული დახვდათ. უფლის ანგელოზმა კი მათ უთხრა, რომ უფალი აღდგა.

დიდმარხვა წელს 14 მარტს დაიწყო და 1-ელ მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

 

 

interpressnews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები