LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს

99

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ტაძრებში დილიდან წირვა-ლოცვა ტარდება. საღვთო მსახურობის დროს საკურთხევლიდან სასულიერო პირები ყვავილებით შემკულ ჯვარს გამოაბრძანებენ, რომლის წინაშეც მრევლი მეტანიას ასრულებს. საკვირაო წირვა სამების ტაძარში საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა.

ყოველ ადამიანს ჰგონია, რომ მისი ჯვარი ყველაზე მძიმეა. სინამდვილეში ღმერთი თუ აძლევს ჯვარს (და ჯვარი განსაცდელია), იგივე უფალი აძლევს ძალას, რომ ატაროს ეს ჯვარი. ზოგიერთი ადამიანი ისეთი ძლიერია, რომ სხვის ჯვარსაც ატარებს. ზოგიერთი ადამიანი იმდენად ძლიერია, რომ ერის ჯვარს ატარებს, მაგრამ ღმერთი ეხმარება, ღმერთი შველის, აძლევს ძალას. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: “ღმერთი არის სიყვარული. გაჭირვების დროს უნდა თქვათ, ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადამარჩენს. ღმერთმა ინებოს, რომ ის ჯვარი, რომელიც მოგვცა ღმერთმა, ბოლომდე მივიტანოთ ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში”,- განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები