LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლმადიდებლების ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, გარდაიცვალა 23 ადამიანი

44

შეიარაღებული მამაკაცი ეგვიპტეში თავს დაესხა ავტობუსს, რომლითაც მართლმადიდებელი კოპტები მგზავრობდნენ. „ბიბისის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 23 ადამიანი გარდაიცვალა, 25 დაიჭრა.

ავტობუსი მინიას პროვინციაში ერთ-ერთ მონასტერში მიდიოდა, რომელიც ქაიროდან 220 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. ავტობუსს შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეხლი გაუხსნა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას აუღია, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში „ისლამური სახელმწიფო“ კოპტებს არაერთხელ დაესხა თავს. ჯიჰადისტებმა განაცხადეს, რომ სამომავლოდაც გააგრძელებდნენ თავდასხმას.

9 აპრილს ალექსანდრიასა და ტანტაში მდებარე ეკლესიებში თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქების შედეგად 46 ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები