LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება – ეკა ბესელია სააკაშვილის ექსტრადირებაზე

37

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე დაყენებული მოთხოვნა აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან მას ქართული მართლმასჯულების მიერ წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ბ​ესელიას განცხადებით, ქართულმა მხარემ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე არაერთხელ მიმართა.

სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და მისი პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსი შეიცვალა, მაგრამ როცა ის უკრაინის მოქალაქე აღარ არის და სამართლებრივი პროცედურებისასამართლო განხილვა კვლავ გრძელდება, დღის წესრიგში საკითხი ისევ დადგა და აბსოლუტურად გამართლებულია მოთხოვნა, როცა ქართული მხარე მის ექსტრადირებას ითხოვს, რადგან მას ქართული მართლმასჯულების მიერ წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჩვენი კონსტიტუციით, ეს მოთხოვნა დასაბუთებულია. შემდეგ რა მოხდება, ამას დავაკვირდებით. ზოგჯერ, მართლმსაჯულების აღსრულება იგვიანებს ხოლმე, მაგრამ მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება, – განაცხადა ბესელიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები