LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მართლწესრიგის ოფიცერი“ – შსს-მ ახალი პროექტი დაიწყო

1082

მართლწესრიგის ოფიცერი – შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.

მის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე, შედის – დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

მართლწესრიგის ოფიცერი არის პოლიციელი, რომელიც ორიენტირებულია სხვა საპოლიციო დანაყოფებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობით, იზრუნოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, უზრუნველყოს მართლწესრიგი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მოქალაქეებს საზოგადოებრივი და სამოქალაქო პრობლემების გადაწყვეტაში.

 

 

ახალ პროექტთან დაკავშირებით რადიო „ფორტუნას“ ეთერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, მიხეილ დაუშვილმა ისაუბრა. მისი შეფასებით, მართლწესრიგის ოფიცერი არის ახალი, საზოგადოებაზე ორიენტირებული კონცეფციის ოფიცერი. მისივე თქმით, მსგავსი რამ უკვე აპრობირებულია საზღვარგარეთის არა ერთ ქვეყანაში.

შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც თავის თავში გულისხმობს საზოგადოებასთან უფრო პროაქტიულ კომუნიკაციას და საზოგადოებაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, შემდგომში კი შესაბამისი პრევენციული ზომების დაგეგვმას და განხორციელებას.

„შშს მიზანია, არ ველოდოთ დანაშაულის ჩადენას, არამედ საზოგადოებაში არსებული პრობლემები იქამდე დავინახოთ, ვიდრე სამართალდარღვევა და დანაშაული დადგება. სამართალდარღვევას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები,  გვინდა ეს მიზეზები უკეთ დავინახოთ. უბნის ინსპექტორიც კი, სამართალდარღვევის შემდეგ ერთვება ამბავში. გვინდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია გავხადოთ უფრო ეფექტიანი. მართლწესრიგის ოფიცერს ვახორციელებთ საპილოტო პროგრამის ფარგლებში.

„იდენტიფიცირების მიხედვით შესაძლებელია მათ ფუნქციებს დავამატოთ  გარკვეული უფლება-მოვალეობები. უბნის ინსპექტორებს რაც შეეხებათ, მათი უმეტესობა, ვინც კვალიფიცირებულია და გულმოდგინედ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, ისინი ჩვენ გვჭირდება და თავისთავად განაგრძობენ მუშაობას პოლიციაში.

„არა უმეტეს 20%-სა ჩვენ გვსურს დავაკომპლექტოთ მოქმედი პოლიციელებისგან, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება უკვე დაუგროვდათ ადამიანებთან კომუნიკაციის კუთხით და 80% გვინდა, რომ დაკომპლექტდეს მოქალაქეებისგნა, იმ ადამიანებისგან, რომლებსაც საერთოდ არ უმუშავიათ ჯერ პოლიციაში.“ – განმარტავს „ფორტუანსთან“ საუბარში მიხეილ დაუშვილი.

 

ამ პოზიციის დასაკავებლად ერთადერთი სავალდებული მოთხოვნა უმაღლესი განათლებაა, თუმცა უპირატესობა ენიჭება ასევე უცხო ენების ფლობას, იურიდიულ განათლებას. შერჩეული ადამიანები, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან შესაბამის კურსს.

პოპულალურები