LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტში მშპ-ს რეალურმა ზრდამ 5.3% შეადგინა

108

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.3%-ს შეადგენს.

2017 წლის იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2%-ს, თებერვალში კი 4.4%-ს შეადგენდა. 2017 წლის 1-ლიკვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 5% შეადგინა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეს მონაცემები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ შეაფასა. მისი განცხადებით, სექტორულ ჭრილში ზრდის გამომწვევი ფაქტორებია: დამამუშავებელი მრეწველობა,  მშენებლობა – სასტუმროები და რესტორნები,  უძრავი ქონება და ვაჭრობა.  ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, ასევე ზრდაზე დადებითად მოქმედებს საგარეო ფაქტორების გაუმჯობესება, როგორიცაა ექსპორტი.

„მოგეხსენებათ,  2017 წლის ამ თვეში ჩვენ გვქონდა ექსპორტის 30% – იანი ზრდა. ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა  – ფულადი გზავნილები  (სამ თვეში 22% – იანი ზრდა), ზრდა ასევე კვლავ  გრძელდება ტურიზმის მიმართულებით,  რაც სასიხარულო ფაქტორია – კერძოდ, ვიზიტორების რაოდენობამ 2017 წლის იანვარ-მარტში 1 266 125 შეადგინა“. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა – „საქართველოს მთავრობა შემდგომშიც გააგრძელებს ზრდის ხელშემწყობ რეფორმებს და  იმედი გვაქვს, რომ მომავალი პერიოდის ეკონომიკური ზრდაც დადებითი იქნება“, – განაცხადა ჯავახაძემ.

 

2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით იანვარში 20.7%-ით, თებერვალში 14.6%-ით, ხოლო მარტში 16.7%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის მარტში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:

  • მშენებლობა
  • დამამუშავებელი მრეწველობა
  • სასტუმროები და რესტორნები
  • ვაჭრობა
  • ოპერაციები უძრავი ქონებით

მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და პროდუქციის ექსპორტის ზრდამ. კერძოდ,2017 წლის იანვარ- მარტში გაიზარდა:

  • ფეროშენადნობების ექსპორტი 201%-ით
  • ღვინის ექსპორტი 62.5%-ით
  • სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 60%-ით
  • სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი 17%-ით

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქონლის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად, ექსპორტირებულ საქონელზე მოთხოვნის ზრდასთან.

საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის იანვარ-მარტშიგაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის:

  • 22%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 290 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად, მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
  • 2017 წლის მარტში ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა 28%-ით და 180 მლნ. აშშ დოლარი (39 მლნ. აშშ დოლარით მეტი) შეადგინა, ხოლო იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 435 მლნ. აშშ დოლარსგაუტოლდა (83 მლნ. აშშ დოლარით მეტი). 2017 წლისიანვარ-მარტში 11.4%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და 1 266 125 ვიზიტორი შეადგინა.