LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი 4,5 დოლარით გაძვირდა

96

მარტის  თვეში ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე ძირითადად იზრდებოდა. კერძოდ, თვის განმავლობაში ის გაიზარდა საშუალოდ 4,50 დოლარით/ბარელზე. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ.

მათივე ცნობით, გასულ თვეში ნავთობის ფასი მატულობდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ნავთობის მოპოვება და წარმოება, მათ შორის ფიქალური ნავთობის.

ფასების ზრდას განაპირობებს მიმდინარე ეტაპზე რამდენიმე ფაქტორი. მათ შორის, ის რომ „ოპეკი +“-ის შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით საპროგნოზოზე მაღალი მაჩვენებლით სრულდება. გარდა ამისა, არის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული შეთანხმება შესაძლოა 2019 წლის შუა პერიოდამდე გახანგრძლივდეს. ყოველივე ამას ასევე ემატება ის, რომ ოპეკის რიგ მწარმოებელ ქვეყნებში, როგორიცაა ერაყი, ვენესუელა, სხვადასხვა მიზეზების გამო შემცირებულია ნავთობის წარმოება და ექსპორტი. ასევე არის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მიერ ირანთან მიმართებაში დაწესდება ახალი სანქციები, რომლებიც თავისთავად შეამცირებს ირანიდან ნავთობის ექსპორტს”, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

მათივე ცნობით, რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე  S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი,  მარტში ის  ნავთობის ფასის ზრდის კვალდაკვალ იზრდება. კერძოდ, ბენზინის საერთაშორისო ფასი მარტის  თვეში გაზრდილია  დაახლოებით 59$-ით/ტონაზე, ხოლო დიზელის საერთაშორისო ფასი  გაზრდილია დაახლოებით 48$-ით/ტონაზე.

აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული  ვალუტის  – ლარის  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. მარტის თვეში ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, მარტის დასაწყისში  ლარის  ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში  შეადგენდა  2,4692 ერთეულს და თვის ბოლოს მისი  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,4144 ერთეულს.

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, მარტის თვეში მოხდა საწვავის ფასის კლება ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 2-4 თეთრით ლიტრაზე. კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,09-2,24 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,24-2,33 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი – 2,37-2,49 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი – 2,25-2,36 ლარი/ლიტრაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები