LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

172

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „მეგრულ ჩაის“ მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალერში მდებარე 165 465 კვ.მ და ამავე მუნიციპალიტეტში, სოფელ კურზუში მდებარე 182 790 კვ.მ. მიწის ნაკვეთები 25 წლიანი იჯარით გადასცა.
კომპანიას აღნიშნული მიწის ნაკვეთები ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ ფარგლებში გადაეცა. “მეგრულმა ჩაიმ” ადგილზე ჩაის გადამამუშავებელი საწარმო უნდა ააშენოს.

სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირა 1 742 ლარს შეადგენს.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.