LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილში, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

73

შსს-ს თანამშრომლებმა 1965 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 235 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

შსს-ის ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები