LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილში მერიის თანამშრომელი დააკავეს

79

მარტვილში მერიის თანამშრომელი, დიმა წულაია დააკავეს. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დიმა წულაია მერიის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსად მუშაობდა. მის საქმიანობას პროკურატურა და  ანტიკორუფციული სამსახური სწავლობდა.

“ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია დაკავების მიზეზებთან დაკავშირებით არ გვაქვს. დიმა წულაიას დაკავების ფაქტს ვადასტურებთ,” – განუცხადეს “ფორტუნას” მარტვილის მერიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები