LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილში პოლიციელებსა და მოქალაქეს შორის მომხდარ ინციდენტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

54

მარტვილის საპატრულო პოლიციასა და მოქალაქე ედიშერ სიგუას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილეის გადამეტების მუხლით მიმდინარეობს

ედიშერ სიგუა მარტვილის პოლიციას ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. დაზარალებული “რუსთავი 2 “-თან აცხადებს, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს და ჯერ გზაში, შემდეგ კი უკვე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. სიგუას განმარტებით, ცემისას მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები