LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 5 მილიონს მიაღწია

100

მარტვილის კანიონზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 წლის განმავლობაში 120 604 შეადგინა.  კანიონში და მის მიმდებარედ დასაქმებულთა რაოდენობა კი 50-დან 120-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციითვე, მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა საოჯახო სასტუმროების რაოდენობა. 2016 წელს ადგილზე სულ 10 სასტუმრო ფუნქციონირებდა. დღეს მათი რიცხვი 25-ია. 1-დან 5-მდე გაიზარდა კვების ობიექტების რაოდენობა.

განვლილი 1 წლის განმავლობაში, მარტვილში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 5 მილიონ ლარს მიაღწია. აქედან, ადგილობრივი მოსახლეობის მიღებულმა შემოსავალმა 3,5 მლნ ლარი, ვიზიტორთა ცენტრის შემოსავალმა კი 1 404 278 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, მარტვილის კანიონზე ვიზიტორთა ცენტრის და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ 1 წელი გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები