LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა ერთ მოქალაქეს უკვე ამოეწურა

54

საგზაო წესების შესახებ კანონის შეცვლის შემდეგ, მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა ერთ მოქალაქეს უკვე ამოეწურა.  ამის შესახებ ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მძღოლს 100 ქულა სრულად ამოეწურა და მართვის უფლება ერთი წლით შეუჩერდა. მოქალაქე, რომელიც ქულების გარეშე ორი დღის წინ დარჩა, ქუთაისშია რეგისტრირებული.

ქულების ამოწურვიდან ერთ წლის შემდეგ, მას მართვის მოწმობის დაბრუნება ხელახალი გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეეძლება.

შეგახსენებთ, მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემა პირველი ივლისიდან ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები