LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო საგამოცდო ავტოპარკი განახლდება

96

მართვის მოწმობის გამოცდის ქალაქში გადატანის პარალელურად, დაგეგმილია საგამოცდო ავტოპარკის განახლებაც. ამის შესახებ შსს-ის მომსახურების სააგენტოში ამბობენ.

მომსახურების სააგენტოს ცნობით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდებისთვის ქუჩების შერჩევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოცდის მარშრუტების და გზების შერჩევა, ასევე, სხვა ინფრასტრუქტურული ცვლილებები.

ევროდირექტივით აღებული ვალდებულების იმპლემენტაციის მიზნით, მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქის პირობებში ჩატარების პროექტზე. ამ მიმართულებით, უახლოეს ხანში სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდება. პროექტზე მუშაობის პროცესში შესწავლილ იქნა როგორც ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები,” – ამბობენ მომსახურების სააგენტოში.

ცნობილია ისიც, რომ მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდა საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარდება, თუმცა მათ შორის თბილისი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები