LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის მოწმობის გამოცდას ქალაქში გასვლა ემატება

128

მართვის მოწმობის გამოცდას ერთი კომპონენტი – ქალაქში გასვლა ემატება.

როგორც „ფორტუნასთან“ მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, საკანონმდებლო დონეზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.

დანარჩენი დეტალები: რა შეიცვლება მართვის მოწმობის გამოცდებში და რა ვადებში მოხდება ცვლილებები, ამას შსს-ს მომსახურების სააგენტო რამდენიმე თვეში გაასაჯაროვებს.

„მომავალი წლის დასაწყისში ამ რეფორმის პრეზენტაცია შედგება, სადაც დეტალები გახდება ცნობილი“, – განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.

მომავალი წლიდან, ავტომობილის მართვის მოწმობის ასაღებად ჩასაბარებელი გამოცდების სისტემის ცვლილებაზე დღეს, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა ისაუბრა.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს უკვე მიმართეს.