LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქში ჩატარდება

113

შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის სფეროში არსებული ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს.

ინიციატივა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს, რომელიც წლის ბოლოდან დაიწყება.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უწყების ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელება, რომელიც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს, წლის ბოლოდან იგეგმება.

“მძღოლების გამოცდა მოხდება რეალურ სივრცეში, მართვის მოწმობა გახდება ბევრად უფრო საიმედო და უფრო ადეკვატურად შევძლებთ მძღოლის მართვის უნარების შეფასებას მიცემას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები