LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარუნ 5“-ის ოფიციალურ გვერდზე ქართველები ერთმანეთს ეჩხუბებიან – „მადლობა თქვით, რომ იქ იყავით!..“

152

„მარუნ 5“-ის ოფიციალურ გვერდზე ბათუმური კონცერტის მერე ფოტო გამოქვეყნდა შემდეგი წარწერით: „ბათუმი შესანიშნავი გახლდათ. საოცარი ღამე იყო!. დიდი მადლობა“.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, თავად ჯგუფის წევრები ყველა კომპონენტით კმაყოფილები დარჩნენ, თუმცა მსმენელის აზრი თავად კონცერტთან დაკავშირებით ორად გაიყო. ადამ ლევინს პერფორმანსისა და ლაივის ხარისხი დაუწუნეს და ამას მის ოფიციალურ გვერდზე ინგლისურ ენაზე დაწერილი კომენტარებიც მოწმობს. თუმცა „მარუნ 5“-ს დამცველებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბათუმში ჯგუფმა შესანიშნავი კონცერტი გამართა.

აი, რას წერენ ამერიკული პოპ-როკ ჯგუფის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ქართველი მსმენელები:

„დიდი მადლობა. ეს შესანიშნავი და მაგარი იყო, განსაკუთრებით გიჟი წვიმა. ღმერთო! ჩვენი უმეტესობა თბილისიდან ჩამოვიდა, ექვსი საათი ვიმგზავრეთ, ძალიან მოგვეწონა კონცერტი და უკან ისევ იგივე გზა გავიარეთ, რომ სამსახურში მივსულიყავით. ახლა კი დაძინებას ვაპირებ. მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ და მოტივირებულები თქვენი ვიზიტით. იმედი გვაქვს, რომ მოგვეწონათ ჩვენი პატარა და საყვარელი ქვეყანა“.

„ვინმეს მართლა მოეწონა ეს ე.წ. შოუ? რადგან მე ვფიქრობ, რომ ეს იყო საშინელება. ბევრი ჩვენგანი ბათუმში შუა კვირაში ჩავიდა, სხვადასხვა ქალაქიდან, „მარუნ 5“-ის მოსასმენად და იმედგაცრუებულები დავრჩით. ბენდმა „გამარჯობა“ და „ნახვამდის“ არ გვითხრა, ან თუნდაც „მადლობა, რომ ამ წვიმაში ჩვენ გამო დგახართ“. ახლა კი ძალიან ვნანობ, რომ თქვენი ფანი ვიყავი და ბილეთში ფული დავხარჯე. გილოცავთ. თქვენ ახლახან დაკარგეთ 30 000 ფანი თქვენი დამოკიდებულების გამო, თითქოს არავის წინაშე არ გამოდიოდით. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, არავინ იქნებოდით თაყვანისმცემლების გარეშე!..“

„პირველ რიგში,მთელი ერის სახელით რატომ საუბრობ, რატომ გვარცხვენ. მერე მეორე, შენი გართობა და კარგი დროის ტარება ბენდის გამარჯობა/ნახვამდისზე თუ იყო დამოკიდებული,ეგ შენი მინუსია. მესამე, მარტო იმიტომ ვართ არაფრის ღირსები, მსგავსი ადამიანები ოფიციალურ ფეიჯზე რომ გამოხატავენ საკუთარ ნეგატიურ მოსაზრებებს…“

„ძვირფასო ადამ! შენი შოუ პირდაპირი მნიშვნელობით საშინელება იყო!. შენი ხმა იყო საშინელი და მთელი შოუ ძალიან მოსაწყენი. 30 000 კაცის წინაშე რომ გამოდიოდი, ცოტა მეტი ძალისხმევა გმართებდა. ეს პატივისცემის ამბავია“.

„დიახ, ეს დღე შესანიშნავი იყო, ოღონდ არა თქვენი მოსაწყენი შოუს, არამედ იმის გამო, რომ ესპანეთს მოვუგეთ 1:0“

„ამ კომენტარებით „მარუნ 5“-ს კი არ აბანძებთ, საქართველოს აბანძებთ და თქვენს თავს. ბოღმა ხალხი ხართ და ვინც რას ელოდება, იმას იღებს. მე ძალიან მაგარი დრო გავატარე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ფანი! შემდეგში თუ დააპირებთ რამე კონცერტზე წასვლას, ჯერ „იუთუბზე“ ნახეთ იმ ჯგუფის ან მომღერლის კონცერტი, და შემდეგ გადაწყვიტეთ, გიღირთ თუ არა წასვლა“.

„ამ უმადური ხალხის კომენტარებს ნუ მოუსმენთ. დიდი მადლობა ჩამოსვლისთვის“.

„ხალხო, დაწყნარდით. ყრუები ხომ არ ხართ? გამარჯობაც თქვა და გასვლის წინ თავიც დაგვიკრა. უამრავი სიმღერა შეასრულა, ყველა დააკმაყოფილა და წვიმაში მდგომების წინ თავადაც მოულოდნელ პირობებში უწევდათ გამოსვლა. გეთანხმებით, რომ აუდიტორიასთან არ ჰქონდა კომუნიკაცია, მაგრამ მე მაინც მომეწონა მათი გამოსვლა და მოხარული ვარ, რომ მათ ლაივს მოვუსმინე“.

„ეს იყო ანტი-მარუნ 5-შოუ“

„არ გრცხვენიათ, ყველაფერზე ცუდს როგორ ამბობთ? საერთოდ მადლობა თქვით, რომ იქ იყავით, როცა უმეტესობა სახლში იჯდა, ვისაც თქვენზე მეტად უნდოდა წასვლა. წახვედით? ჰოდა, ისიამოვნეთ. ყოველთვის ადამიანის დაცინვა და გაკრიტიკება როგორ გსიამოვნებთ?“

„დაუჯერებლად მაგარი იყო, დიდი მადლობა“.

13384680_10208370123423772_1342971232_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები