LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარწყვი – ორსული ირინა შეიკის გასტრონომიული უპირატესობა

103

ორსული ირინა შეიკი სულ უფრო იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. სუპერმოდელი ღონისძიებებში მონაწილეობისგანაც თავს იკავებს. 30 მარტს, ლამაზმანი დედასთან ერთად სახლთან ახლოს მდებარე ბაზარში დააფიქსირეს.

ირინას თავისუფალი კაბა და ბეწვის ფლოსტები ეცვა, რაც მის მდგომარეობაში ნამდვილად კომფორტულ სტილს წარმოადგენს, ხელში კი მარწყვით სავსე ორი ჩანთა ეჭირა.

ბოლო თვეები შეიკი ცდილობს მეტი დრო ახლობლების გარემოცვაში გაატაროს. ცოტა ხნის წინ, თავის დასთან და დისშვილებთან ერთად მოდელი „დისნეილენდსაც“ სტუმრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები