მას სთხოვდნენ, ეღიარებინა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომელშიც ფიგურირებდა სააკაშვილი – ნიკა გვარამია

45

ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. როგორც გადაცემა “არჩევანში” გვარამიამ განაცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრის და მისი სიძის, სოსო ოხანაშვილის, დასახელებას სთხოვდნენ. მისივე თქმით, მას სთხოვდნენ ასევე ეღიარებინა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომელშიც სააკაშვილიც ფიგურირებდა.

მას ორი რამ მოსთხოვეს. პირველი, მას უნდა დაესახელებინა თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრი და მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი. და მეორე,  მას უნდა ეთქვა, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. სახელმწიფო გადატრიალებაში ის იქნებოდა საეკლესიო კომპონენტის უზრუნველმყოფელი და პატრიარქს მოიშორებდნენ და ის ჯგუფი მოვიდოდა ეკლესიის სათავეში, რომელიც საჭირო იყო. და მეორე, პოლიტიკური კომპონენტი, ეს უკვე ყბადაღებული თემა ამ ქვეყანაში, მერამდენე საქმე აღიძრა, იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი. როგორი არის მათ შორის კავშირები, ვიცით. ის მოღვაწეობდა უკრაინაში რამდენიმე ხნის განმავლობაში, დეკანოზი მამალაძე და იქიდან წამოვიდა იმის გამო, რომ  ეკონომიკური პრობლემები იყო და მრევლმა, უბრალოდ, ვერ შეინახა. ამ თვალსაზრისით უნდოდათ, რომ დაენახათ კავშირი და გამოიყენებდნენ მას საამისოდ,“ -განაცხადა ნიკა გვარამიამ 

ნიკა გვარამია ე.წ. მატროსოვის ციხეში, ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა და დეკანოზს ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა. რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მსჯავრდებულის წინააღმდეგ ორი დიდი ინსტიტუციაა ჩართული – ეს არის სახელმწიფო და ეკლესია.

ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს დაიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები