LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასაჟის სალონში რამდენიმე ადამიანი დააკავეს: სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში

115

თბილისის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარებს. კრიმინალური პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი თავისუფლების მოედანზეა მობილიზებული.

პუშკინის ქუჩაზე ერთ-ერთ დაწესებულებაში სამართალდამცველები გადაადგილდებიან.

სპეცოპერაცია მასაჟის სალონში მიმდინარეობს, სადაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს.

სპეცოპერაციას კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ატარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით არის დაწყებული რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.

 

პოპულალურები