LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა 3 უკრაინელ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს (ვიდეო)

142

მაშველებმა მესტიაში, ბაშილის უღელტეხილზე, უკრაინელი ტურისტები გადაარჩინეს. ისინი გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფმა, შეტყობინების მიღებისთანავე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელა და სამივე ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები