LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა ადიდებული მდინარიდან მამაკაცი ამოიყვანეს

83

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, მესტიაში, სოფელ ბეჩოში, ადიდებულ მდინარეში შესული მამაკაცი ამოიყვანეს.

შეგახსენებთ, გუშინ, მესტიაში მთის ჩამოშლის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება. რამდენიმე სოფელი სტიქიის გამო, გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

სტიქიის ზონაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

 

პოპულალურები