LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა მტკვარში ორი დაკარგული ძმიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვნეს

98

თბილისში, მტკვარში სამძებრო სამაშველო ოპერაციების შედეგად, მაშველებმა ორი დაკარგული ძმიდან ერთ-ერთის ცხედრის პოვნა შეძლეს. 20 და 25 წლის ძმებ შატვაროვებს მტკვარში უკვე მეორე დღეა ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები გუშინ 15:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდა. ახალგაზრდების ძებნა დღეს დილიდან განახლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები