LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს

149

თბილისი – სამგორის რაიონში მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს.

​შეტყობინება ორი ახალგაზრდა მამაკაცის მდინარეში გაუჩინარებასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 1 აგვისტოს, 15:00 საათზე შემოვიდა

მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს და მდინარიდან ამოიტანეს. პარალელურად, გრძელდებოდა 20 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნა დღეს მოახერხეს

​სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 6 სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფი – 40 მაშველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები