LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა თეთნულზე მყოფი გერმანელი და ებრაელი ტურისტები გადაარჩინეს

37

მაშველებმა სვანეთში, თეთნულზე მყოფი გერმანელი და ებრაელი ტურისტები გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდის მიმართულებით მიმავალი 2 ტურისტი სამი დღის განმავლობაში კონტაქტზე აღარ გამოდიოდა.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უცხოელი ტურისტების პოვნა და მათი უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა დროულად მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები