LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა ურეკში ექვსი ტურისტი დახრჩობას გადაარჩინეს (ვიდეო)

90

უცხოეთის 6 მოქალაქე ზღვაში რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით შევიდა და უკან გამობრუნება ვეღარ შეძლეს. სანაპირო ზოლის ​მაშველებმა ისინი უსაფრთხოდ გამოიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოფიციალური ინფორმაციით, მაისიდან პირველ ივლისამდე ზღვასა და მდინარეებში 26 ადამიანი დაიხრჩო. აქედან 7 არასრულწლოვანია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები