LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებს, რომლებმაც ხობისწყალში 2 მეთევზე გადაარჩინეს, სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ

116

სამეგრელოში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივ ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის წევრები, რომლებმაც ჩხოროწყუში ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარუდგენს.

“ასევე გუშინ, შავი ზღვის აკვატორიაში 5 ბალამდე შტორმის დროს, მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 20 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან ორი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყველა დამეთანხმებით, რომ ეს თავდადება ძალიან დასაფასებელია და მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მათი სათანადოდ დაჯილდოება და წახალისება.

ეს არის უაღრესად საპატიო საქმე და ძალიან საამაყოა, რომ გვყავს ასეთი მაღალპროფესიონალი მაშველები და მფრინავები, რომლებმაც გუშინ სასწაული შეძლეს.

ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეხანძრე-მაშველს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პოპულალურები