LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასშტაბური სპეცოპერაცია გერმანიაში – პოლიციამ საქართველოს 10 მოქალაქე დააკავა

109

გერმანიაში ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს, ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

მასშტაბური სპეცოპერაცია დრეზდენსა და მის შემოგარენში დილის 6 საათზე დაიწყო. სპეცოპერაციაში 600 სამართალდამცველი მონაწილეობდა, გაჩხრიკეს 35 საცხოვრებელი სახლი. შედეგად 26-დან 38 წლამდე ქართველი მამაკაცები დააკავეს, რომლებიც, პოლიციის ცნობით, გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით იმყოფებოდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ქართველები, ძირითადად, სასმელს, სიგარეტს, ყავას, ბავშვების საკვებ პროდუქტს და პარფიუმერიას იპარავდნენ, შემდეგ კი ევროპის სხვა ქვეყნებსა და აზიაში ყიდიდნენ.

ჩხრეკისას ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 30 გრამი „კრისტალი“ და ჰეროინი აღმოაჩნდა. ამ დროისთვის დაპატიმრებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. მათი ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, სასამართლო სხდომა პარასკევს არის ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები